1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროკურატურა - ბრალი წარედგინა პირს, რომელიც არასრულწლოვან გოგონებთან ძალის გამოყენებით ამყარებდა სქესობრივ კავშირს

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება); 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება); 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:22

    ,,შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის...

    საქართველოში აშშ-ის საელჩო  "ოცნებისთვის" სავიზო შეზღუდვებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:   "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია &bd...

  • 21:38

    ,, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-...

    საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მი...

  • 11:02

    გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებიბა...

    "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინე...

  • 14:16

    საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე...

    " ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა   საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა ...

  • 22:11

    ,,მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდი...

    გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს...

  • 21:52

    ვენეციის კომისია “რუსული” კანონის ამჟამინდელი ფორმ...

    ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე რეკომენდაციას აქვეყნებს და მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევას ითხოვს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ...

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...