1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ვერ მოინელეს ვიღაცებმა ის, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა"- მდინარაძე ღარიბაშვილის ჩარტერზე

ოცნების დეპუტატები ჩარტერთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას აგრძელებენ. პრემიერის ოჯახთან ერთად ამერიკაში ვიზიტს ამჯერად მამუკა მდინარაძე ეხმაურება.  

„80 ათასი დოლარი საიდან მოიტანეთ არ ვიცი, რომ მალავდა ეს საიდან მოიტანეთ? ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს წინასწარ საზოგადოებას, სანამ ამაზე კითხვებს დასვამენ? კერძო ვიზიტების შესახებ ასე ინფორმაციას არავინ აქვეყნებს. სოც ქსელში შევიხედე 5 წუთით და ზოგს ჰგონია ჩარტერული რეისით აშშ-ში გადაფრინდა. არის ასეთი მოცემულობა, რაც გავარკვიე კომუნიკაციის შედეგად: კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში”, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რა დაჯდა ჩარტერი? - მდინარაძე პასუხობს, რომ ეს არ არის არავის საქმე, სანამ დეკლარაციაში არ გამოქვეყნდება.

„არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე. ეს მაშინ არის თქვენი საქმე, როცა კანონი როგორც ითვალისწინებს გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, რადგან არის კერძო ვიზიტი. ნებისმიერი კერძო ხარჯი, სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს, დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. ვერ აიტანეს ვიღაცებმა, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, ამ ქვეყნის პირველი პირი იცით, რომ ჩარტერით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს და ამის გადასაფარად ათწლეულის შემდეგ რატომ გაფრინდა (ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით)? ვერც ის აიტანეს რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა, უორტონის ბიზნესსკოლაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია, ეს ვერ მოიგონეს ვიღაცებმა და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...

  • 15:50

    “ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენებუს გამჭირვა...

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილ...

  • 13:20

    ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში აირწინაღით და სათვალით...

    თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული...

  • 13:16

    გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგ...

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა ...

  • 13:14

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონ...

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უ...