ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ოცნების" საარჩე...
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წ...
|
მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ამაყობს ყველა იმ ქართველით, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.
„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!
მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა გრუშევსკიმ თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. "ვარდების რევოლუციას” უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა "ნარინჯისფერ რევოლუციაზე".
მას შემდეგ რაც მე 2014 წლის მაიდანზე ჩავედი (მაიდნის ამ მოვლენების დროს 2 ქართველი დაიღუპა) ჩემთან ერთად კიევში ნამდვილი ქართული დესანტი გადასხდა. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა კახა ბენდუქიძის იდეებს. კიევის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. უკრაინაში ახალი პოლიციის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკა ზღულაძემ და ხატია დეკანოიძემ, რომელიც გახდა უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი უფროსი. გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივ ქართველთან - ლევან ფარცხალაძესთან ერთად, კიევის ცენტრში ქართული იუსტიციის სახლის პირველი ანალოგი ააშენა და შექმნა მოდელი, რომელსაც ‘’Готово’’ ეწოდა.
მთელი უკრაინისთვის ჩვენ ყველანი ჩართული ვიყავით სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის შექმნაზე, რომელსაც ‘’პროზორო’’ ეწოდა.
მარიუპოლის მშენებლობაში და ინვესტიციების მოზიდვაში აქტიურად იყო ჩართული ლევან ვარშალომიძე. ფაქტობრივად, მარიუპოლის ბათუმიზაცია ლევანის პროექტი იყო და რომ არა ეს მოვლენები, დღეს მარიუპოლი სულ სხვანაირი იქნებოდა.
გოგა ცხაკაია უკრაინაში რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით გატარების, ისეთი როგორიცაა: საბაჟო, სამშენებლო ნებართვები და სხვა, ერთ-ერთი წარმატებული და ცენტრალური ფიგურაა.
კობა ნაყოფია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საკუთარი ინიციატივებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კობა კიდევ უფრო აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას.
გია ლორთქიფანიძემ პრაქტიკულად თავიდან ჩამოაყალიბა უკრაინის კონტრდაზვერვა. დათო ლორთქიფანიძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეობისას გამოიძია უკრაინის ისტორიაში და იმ დროისთვის ყველაზე რეზონანსული საქმე, დააპატიმრა ქალაქ კიევისა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პროკურორი.
გიზო უგლავამ ჩამოაყალიბა უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის ‘’НАБУ’’ - გამოძიების ინსტიტუტი. მას შემდეგ, რაც ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა ჩემი მრავალწლიანი თანაშემწე სიმონ კრივონოსი НАБУ-მ ანტიკორუფციულ სფეროში სასწაულების კეთება დაიწყო. მაგალითად, დააპატიმრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალაქ ოდესის მერი და ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამხედროები. ვამაყობ, რომ ჩემმა კიდევ ერთმა თანაშემწემ გიორგი ქუფარაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა „აზოვის’’ შექმნაში და დღესაც მძიმე ჭრილობის შემდეგ დაბრუნდა მწყობრში.
2014 წლიდან 70-ზე მეტმა ქართველმა გაწირა თავი უკრაინისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის. ქართულ ლეგიონს და მამუკა მამულაშვილს მთელი უკრაინა იცნობს.
რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში უკრაინის ხელისუფლებამ მთავარი ფუნქცია ზურაბ ადეიშვილს დააკისრა.
ასე რომ, თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის! ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე!
მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წ...
"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვ...
საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისა...
კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა ...
სიტყვა "არასამთავრობო ორგანიზაცია" არის "watch dog"-ი, ანუ "მაყურებელი ძაღლი", რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ რაიმე დაშვება ხდება გადაცდომის. რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან...
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამო...
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცე...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები