1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - უახლოეს საათებში საზოგადოებას ინფორმაცია ექნება, როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას - ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის

უახლოეს საათებში საზოგადოებას ინფორმაცია ექნება, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას - გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი გადადგამს ნაბიჯს და მთავარი გამარჯვების ფორმულას შექმნის.

„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას. ამიტომ პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ როგორ აპირებს, მათ შორის ოპოზიცია, „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილისდამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლატფორმაზე გავძლიერდეთ, უახლოეს საათებში ცხადია კონკრეტული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და ის დაპირება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ. ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები