0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას" - კახა კალაძე

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი - ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის, დავკარგეთ ტერიტორიები. საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი - მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები. ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და საქართველოში კონცერტები გაემართათ. მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები