1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხუნდაძე: თუკი შევეცდებით, ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული

„თუკი შევეცდებით, ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს და ამ განცხადებით ოჯახის სიწმინდის დღეს ეხმაურება.

ხუნდაძე ამ დღის დაწესებისთვის პატრიარქ ილია მეორეს მადლობას უხდის და წერს, რომ ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას საქართველო – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო:

„❗გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! 

ოჯახი სახელწიფოს საძირკველია, რომელიც ინახავს ყველა იმ ღირებულებას, რაც სჭირდება ქვეყანას აწმყოშიც და მომავალშიც. იქ, სადაც ოჯახი არ ფასობს, იმ ქვეყანას ფასი არა აქვს. 

 

❗ოჯახისადმი პატივისცემა, მამობა, დედობა  და შვილებისადმი დამოკიდებულება - ჩვენი უძველესი ტრადიციებია და ამას მოფრთხილება  სჭირდება. თუკი არ შევინარჩუნებთ წარსულს, არ გვექნება მომავალი. თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული. ასეთი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს. 

 

❗მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. ოჯახისადმი პატივისცემა მხოლოდ დღევანდელი დღის აღნიშვნით არ გამოიხატება. ეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტი უნდა იყოს. მაგრამ ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა. 

 

❗ღმერთი, ოჯახი, სამშობლო! 

ეს არის ჩვენი მრწამსი და თუ გვინდა გვქონდეს პროგრესული სახელმწიფო, უნდა შევინარჩუნოთ ძველი და განვავითაროთ ახალი. 

გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახის სიწმინდე და ღირებულებები"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:02

    გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებიბა...

    "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინე...

  • 14:16

    საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე...

    " ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა   საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა ...

  • 22:11

    ,,მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდი...

    გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს...

  • 21:52

    ვენეციის კომისია “რუსული” კანონის ამჟამინდელი ფორმ...

    ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე რეკომენდაციას აქვეყნებს და მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევას ითხოვს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ...

  • 18:08

    პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო...

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავის...

  • 11:34

    მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი...

    მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ...

  • 11:26

    მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ პოლიტ...

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ ...