1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური:მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც მალხაზ ურთქმელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწოდებული დოკუმენტაციით მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

„სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში („NMS Labs“) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვარის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც „ემპათიამ“ კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული.

„NMS Labs“ ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა და შედეგები არ არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითითებულია როგორც მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც. აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ლაბორატორიაში მათ მიერ მოყვანილი ციფრები, ანუ შედეგი, ნორმაზე ქვემოთაა. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით ორგანიზმში არ არის“, − განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები