1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 11 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს - ღარიბაშვილი კორუფციის კონტროლის ინდექსზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის კვლევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველობის ინდიკატორების მიხედვით მსოფლიოში საქართველოს პროგრესი აქვს.

 

“კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის ევროპაში 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის რეალური შედეგი, რომელიც ბოლო 10-წლიანი მმართველობის შედეგად მოვიპოვეთ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში არის 30-ე ადგილზე კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები