1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილმა შეძლო ყველაზე დიდი ქველმოქმედება – ენმ-ის რეჟიმის დასრულება – კალაძე

” ᲑᲐᲢᲝᲜᲘ ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲒᲐᲮᲚᲐᲕᲗ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲣᲨᲣᲐᲚᲝ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲝᲑᲘᲗ, ᲨᲔᲫᲚᲝ ᲘᲛ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ, ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲐᲜᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲘᲓᲘ ᲥᲕᲔᲚᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲩᲣᲥᲐᲠᲘ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲝᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲨᲘ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲡᲘ ᲣᲨᲣᲐᲚᲝ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲗ, ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲘᲗ, ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲐᲓ ᲛᲝᲮᲓᲐ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲐᲜᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲨᲝᲠᲔᲑᲐ.

ᲛᲔᲡᲛᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲗᲥᲕᲔᲜ [ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲡ] ᲐᲠ ᲒᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲔᲑᲗ, ᲗᲥᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲐ, ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲐ ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲡᲐᲮᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ, ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲐᲛᲘᲗ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘᲐ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘ.”

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები