1 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე – ” ოცნების” დეპუტატი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ არასრულწლოვან ბავშვს, თან უნდა ახლდეს მეთვალყურე.

  • “ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს  იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!” – თქვა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელსაც ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა – აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ, ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს.  კლინიკაში ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები