0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი "ოცნებას" ტოვებენ და ე.წ. ოთხეულს უერთდებიან

„ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.

კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. ისინი მანდატებს არ ტოვებენ და საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან,  „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, დეპუტატების გარდა, მოძრაობას რამდენიმე ექსპერტი და ტელეკომპანია „პოსტ ტს“-ის რამდენი წამყვანი შეუერთდა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რაიონიდან. დღეს საზოგადოებას გვინდა წარმოვუდგინოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა. ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, მოძრაობას შემოუერთდნენ ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი”, - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები