0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მიუ" შტამის შემთხვევა ქვეყანაში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით,  ქვეყანაში "მიუ" შტამის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ახალ "მიუ" შტამს აფასებს როგორც ინტერესის საგანს და არა განგაშის საგანს, როგორც "დელტა" შტამთან მიმართებაში მოხდა.

"დელტა" შტამი მაინც მთავარი წუხილის საგანი ხდება. "მიუ" შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით არის ბევრი ქვეყანა დაკვირვების პროცესში, ჩვენთან არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა. რაიმე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, თუ რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები