1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა გვარამია- საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა. აღნიშნულის შესახებ გვარამიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს, დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 16:00 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა“, - განაცხადა გვარამიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები