0 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლელომ სამადაშვილთან, შავგულიძესთან და ახვლედიანთან ერთად ფრაქცია შექმნა

პარტია ლელომ საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. მის 4–კაციან გუნდს შეუერთდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. მათ ამის შესახებ პარლამენტში ბრიფინგი ჩაატარეს.

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველო მე–10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელწოდება იქნება “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”. სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი.

მე მინდა ძალიან დიდი პატივისცემით და სიხარულით დავადასტურო ამ ფრაქციაში პარლამენტარების შემოერთება. ესენი გახლავან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე”,– თქვა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები