1 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მესამე ტალღა მოსალოდნელია... მე არ გამოვრიცხავ რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ტიკარაძე

მე არ გამოვრიცხავ რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  

"მესამე ტალღა მოსალოდნელია. ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით მომატებულია, ჩვენ გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოსახლეობისთვის ცნობილია, ამაში მე ვგულისხმობ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და პირად ჰიგიენას.

მე არ გამოვრიცხავ რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები, ესაა ეფექტიანი გზა. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ბიზნესს ეყოფა ბიზნეს პასუხისმგებლობა, რომ ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს",- ამბობს ტიკარაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები