0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ვიხდი ბოდიშს.. გვერდის ადმინისტრატორმა მძიმე შეცდომა დაუშვა…” – სუჯაშვილი რუსი სამხედროს ფოტოზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, რომელმაც დღეს ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა, პოსტს აქვეყნებს. იგი წერს, რომ გვერდის ადმინისტრატორმა “მძიმე შეცდომა დაუშვა” და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

“მეგობრებო, საიდუმლო არაა რომ ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო” , – წერს სუჯაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები