2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აეკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, გირაოს გარდა ფანგანს  დამატებით ვალდებულებები დაეკისრა.

ირაკლი ფანგანს ეკრძალება დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაცია და საქმის დასრულებამდე ეზღუდება საზღვრის კვეთის უფლება.

დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფანგანის უფლებადამცველის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები