0 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური - ვფიქრობ გადასახედი იქნება რიგ ქვეყნებთან სავიზო თემები.. სერიოზული პრობლემებია, თან ჩვენი ქვეყნისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით რიგ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი “გადასახედი იქნება”.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა.

“არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს, თუმცა მართლა სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ გადასახედი იქნება რიგ ქვეყნებთან სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე უსაფრთხოების სამსახურთან სამუშაო იქნება. სერიოზული პრობლემებია, თან ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები