0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მათი თქმით, მეხანძრე-მაშველს კორონავირუსზე ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მანამდე ამ ადამიანმა 2 კვირით ადრე გაიარა გეგმიური შემოწმება და პასუხი უარყოფითი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა და  ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

შსს-ს ცნობით,ინფიცირებული მეხანძრე-მაშველი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს და ის თავს კარგად გრძნობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები