0 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“კობახიძე საარჩევნოდ “შავ ფულს” იყენებს” – ეკა ბესელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებს ეს არის შავი ფულის გამოყენება:

„კობახიძის პასუხისმგებლობის სტანდარტი არ ვიცი დღემდე, რომ ამ მოწოდებას ვუპასუხო სრული სერიოზულობით. თვითონ რითიც არის დაკავებული, ამას სისხლის სამართლის კოდექსითაც და საარჩევნო კოდექსის ენაზეც, ჰქვია საარჩევნო წესების დარღვევა და მათ შორის, „შავი ფულის“ გამოყენებაც, რითიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის დაკავებული. ის თანხა, რომელსაც იყენებს საარჩევნო შტაბი, არ არის ყველა დეკლარირებული და კობახიძე, როგორც საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ერთ – ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მაღალი მატარებელია, მათ შორის, მისი ხელმოწერებიც“, – აცხადებს ბესელია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები