1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში

 ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები