0 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან დაიწყოს მუშაობა, ყველგან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს სტუმრები”

თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან დაიწყოს აქტიური მუშაობა, რათა ყველგან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და ამ რისკების მენეჯმენტი გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნა, გუშინ ტურიზმის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა დაახლოებით 60-70 ქვეყნის ელჩებს.

„ყველას ვესაუბრებით, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორიების შესაქმნელად, ასევე მწვავე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს, პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, შემდგომ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, პრიბალიტიკის ქვეყნებთან, კარგად მიდის საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა სხვებთან შედარებით. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომელიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას, რათა ყველგან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და ამ რისკების მენეჯმენტი გააკეთოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები