0 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსთან საბრძოლველად, ზუგდიდისა და ყვარლის სახლებს სთავაზობს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ზუგდიდისა და ყვარლის სახლებსა და 10 საწოლს სთავაზობს.

„ამ გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორც არასდროს გვჭირდება თანადგომა და თანამშრომლობა, რომ COVID-19 კრიზისის შედეგად მინიმალური ზიანი მივიღოთ.

ამ ეტაპზე მოგმართავთ სამი წინადადებით: ზუგდიდში, ჩემს საქველმოქმედო ფონდს SOCO-ს, საწყობში აქვს 10 (ათი) საწოლი ჰოლანდიური საავადმყოფოდან. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ და დროებით სარგებლობაში გადმოგცეთ თქვენს მიერ დასახელებულ დაწესებულებას ამავე ქალაქში;

ზუგდიდში, მდებარეობს ორსართულიანი სახლი თავისი დიდი ეზოთი, სადაც მოთავსებულია საქველმოქმედო ფონდი SOCO-ს შშმპ ბავშვების დღის ცენტრი (დროებით არ ფუნქციონირებს), სადაც 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი (10 საწოლი 6 ცალკე ოთახში)’;

ასევე შეგახსენებთ ჩემი მეუღლის გაჟღერებული წინადადებას, რომ მზად არის დაუთმოს ყვარელში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 10 (ათი) ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი COVID-19 კრიზისის დროს, რადგან ამ დღეებში დაბრუნდება უამრავი ემიგრანტი ევროპიდან სამშობლოში, საკარანტინო სივრცედ გამოგადგებოდათ ზემოაღნიშნული ფართები (სადაც ასევე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალიც განთავსდებოდა).

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები