1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის პასუხი პუტინს

მიხეილ სააკაშვილის პასუხი პუტინს:

"ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენ მე ისევ გამიხსენეთ გუშინ და საჯაროდ დამდეთ ბრალი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, სადაც თქვენ მე არ მიშვებთ, ჩემს მიმართ აშკარად უკეთესი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე თქვენს მიმართ თქვენს ქვეყანაში, სადაც მუდმივად მეფობა გადაწყვიტეთ".

„მე არასოდეს დამიპირებია ძალის გამოყენება, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იქ მშვიდობიანად ვიღებდით გამარჯვებას, მაგრამ ვერასდროს შევპირდებოდი პუტინს ან ვინმეს სხვას, რომ როდესაც ისინი თავს დაგვესხმებიან, მე არ ვუპასუხებ და არ დავიცავდი ჩემს ქვეყანას. "ეს იყო ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე, ასეთი ფიცი დავდე, როდესაც ვხდებოდი პრეზიდენტი.

პუტინი ცდილობს თავისი აგრესიის გამართლებას საკუთარი აგრესიის მსხვერპლთა დადანაშაულებით. თანამედროვე სამყაროში, სასარგებლო იდიოტების გარდა, ცოტა შეიძლება მოტყუვდეს.

მე ვფიქრობ, რომ მან გუშინ მახსენა, რადგან იცის, რომ ჩემი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებზე საქართველოში და ეს ძალიან აწუხებს.

მე მეცოდება კიდეც პუტინი.. რამდენ არჩევნებში უნდა ჩაერთოს იგი: ამერიკაში, შემდეგ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ან სადმე სხვაგან... მაგრამ მაინტერესებს, ნუთუ მას არასდროს უფიქრია, რომ რუსი საზოგადოების პრობლემების გადაჭრაზე დახარჯოს ეს ენერგია. იქნებ ამაშიც ჩვენ დავეხმაროთ?".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები