0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი" - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საუბარი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი. მისივე თქმით, ამის თქმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგშია.

„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას ატყუებს, არის მტკნარი სიცრუე. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“, მათი სატელიტი პარტიებისა და მათი პარტიული ტელევიზიების დღის წესრიგი. „ქართული ოცნება“ არ ატყუებს არც საკუთარ ამომრჩეველს და არც საზოგადოებას. თუკი ვინმე ატყუებდა ხალხს, ეს იყო და არის დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით.

მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბრები, მოწოდება და თხოვნა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესგან, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, მოგეხსენებათ, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ უტიფარი განცხადებებით იყო გაღიზიანება და ამანაც შეუწყო ხელი, რაც შემდგომ მაჟორიტარების მხრიდან მხარის არდაჭერაში გამოიხატა. ახლა იმაზე საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, ეს არის ტყუილი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოების ყველა წევრი ძვირფასი და პატივსაცემია, მიუხედავად განსხვავებული დამოკიდებულებისა.

„მაქარაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ის საზოგადოების ერთი ნაწილია, რომელსაც უფლება აქვს, ვინმე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. თუმცა, იარლიყის მიწებება, თურმე ის არის მთელი საზოგადოება და საზოგადოება ითხოვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ეს ფაქტის დამახინჯებაა.

ჩვენ პროექტის ინიცირება მოვახდინეთ, ვაწარმოეთ კამპანია საყოველთაო სახალხო განხილვებით, ასევე გვქონდა შეჯერებული პოზიცია გუნდის იმ წევრებთან მიმართებაში, ვინც მხარი დაუჭირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ის, რომ ჩვენ არადემოკრატიული ფორმით რაიმე წარვმართეთ, ამას ვერავინ იტყვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები