2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა

 მამუკა ხაზარაძემ  "ლელოს"  12 ახალი წევრი წარადგინა.

შესავალ სიტყვაში მამუკა ხაზარაძე,  თანამდებობის პირებზე და მათ მიერ საქმის კეთებაზე საუბრობდა, რაც მოგვიანებით ჟურნალისტებთან ასე განმარტა:

თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად..

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ მაია ცქიტიშვილი კორუმპირებულია, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ამას ვერ იტყვის".

„მაიაზე ამას ვერ ვიტყვი. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იმავე პროცესს ჰგავს - ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცედურა მოგვახვიეს თავზე, რომ ვითომ ეს არის გამჭვირვალე. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და მოსამართლეები არიან ხელისუფლების მოსამართლეები, პროკურორები კი არიან ხელისუფლების პროკურორები."- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები