0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ლელოელები“ მოვუწოდებთ ყველას, პოზიციას თუ ოპოზიციას, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ყველანი ერთად ვიყოთ - ხაზარაძე

„ლელოელები“ მოვუწოდებთ ყველას, პოზიციას თუ ოპოზიციას, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ყველანი ერთად ვიყოთ -  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი წევრების წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

„ხვალ, 26 წელი გადის, რაც ჩვენ დროებით, მაგრამ დავკარგეთ სოხუმი და აფხაზეთი, დავკარგეთ ჩვენი ძმები. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა არ გვაქვს ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება, რასაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითქმის ყოველკვირეულად ვართ ჩვენი ქვეყნის მიწების მიტაცების შემსწრეები. არსებობს რაღაც იდეა, საკითხები და ეს არის ეროვნული ინტერესის მატარებელი საკითხები, სადაც ვერანაირ კავშირში ვერ იქნება პარტია, ვიღაც ჯგუფების ინტერესი და ა.შ. ეს საკითხები არის ზეპარტიული, ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი საკითხები და სწორედ ამ საკითხებში ჩვენ, „ლელოელები“ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოზიციას თუ ოპოზიციას, ამ საკითხებში, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამის საწინააღმდეგოდ გაერთიანებულები. მე ამ სიტუაციაში არ მაინტერესებს ვინ, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ეს არის ჩვენზე მაღლა. ეს ეხება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და ეს ნაბიჯი ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ არის. მოვუწოდებთ ყველას, გადავდოთ ყველანაირი ამბიცია და შევთანხმდეთ თუნდაც რამდენიმე საკითხზე, რომელშიც ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისოები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, „ნებისმიერი უღიმღამო განცხადება, იქნება ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან, თუ იქნება პატარა ინტერვიუ, საკითხს ვერ გადაწყვეტს“.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არის საკითხები, რომელსაც არ აქვს პარტიულობა, რაიმე ინტერესი, ეს საკითხი არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებში დავდგეთ ყველასთან, ვინც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას. შეიძლება ჩვენ ვიკამათოთ ეკონომიკაზე, უმუშევრობაზე, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც კამათი არ შეიძლება“, - განაცხადა ხაზარაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები