0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული, ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს. 

პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა. 

დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები