1 5 : 2 5
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს

"არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან," - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის არ არის გამორიცხული შეიქმნას კოალიციური ძალა, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, "ქართული ოცნება" უმრავლესობითაც მოვიდეს ხელისუფლებაში. 

"პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში "ქართულმა ოცნებამ", გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას," - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები