0 3 : 3 2
 | 

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური:" ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება"

ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარუდგენს დეპუტატებს.

„უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული IPRM-ის შეხვედრებში. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, „ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. 2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა IPRM-ის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება“,- განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×