2 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა - მელია კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტს აფასებს 

"ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ.

"ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთის მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში - ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა "ქართული ოცნება." რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?“-აცხადებს ნიკა მელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები