1 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზვიად კუპრავა სასამართლოდან მისი საქმეების დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვს

ზვიად კუპრავა სასამართლოდან მისი საქმეების დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვს.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნონ მის საქმეებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ზვიად კუპრავა სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს აღმკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა.

საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, გუშინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა - რაც დაკმაყოფილდა.

“მე ნამდვილად ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. მე ვიდევნები ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით. მე ვარ საქართველოს მოქალაქე. მე მაქვს უფლება ვიცხოვრო მშვიდად ამ ქვეყანაში და არ ვიყო დევნის ობიექტი. ამავდროულად მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები