0 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში დავბრუნდებოდი საფრანგეთში და ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი"

ბავშვობაში, როდესაც ლევილის მამულში ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში დავბრუნდებოდი საფრანგეთში და ჩემი ძმა დამხვდებოდა, როგორც ქართული დიასპორის ხელმძღვანელი,- ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

პარიზში მცხოვრებ ქართულ დიასპორას საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა. ზურაბიშვილის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

კიდევ ერთი ინიციატივა კი, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეეხება, რაც საქართველოდან წასულ ადამიანებს  მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები