1 2 : 4 2
 | 

პოლიტიკა

"რა დამოკიდებულებაა თქვენი პარლამენტის მიმართ? რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მერე გვაცნობებთ და ელოდებით, რომ ტაშს დაგიკრავენ?" - კახიძე ბატიაშვილს მიმართავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი განათლების მინისტრს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გამო აკრიტიკებს და ახსენებს, რომ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზეა გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად პოლიტიკას სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს.

სწორედ ამიტომ, კახიძის თქმით, განათლების სამინისტროში დაანონსებული რეფორმა ჯერ პარლამენტმა და განათლების კომიტეტმა უნდა განიხილოს.

"პარლამენტმა რომელ პროგრამასაც ნდობა გამოუცხადა, რომელიც წარმოდგენილი იყო ჩვენს წინაშე იქ თქვენი ე.წ.  რეფორმის შესახებ არაფერი ეწერა, შესაბამისად ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და თქვენ როგორც მთავრობის წევრი ვალდებული ხართ რომ პოსტფაქტუმ კი არ გვაცნობოთ, რომ ამ რეფორმას ვატარებთ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არამედ ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს პარლამენტი. დღეს თქვენს გადაწყვეტილებებს ვისმენთ ისე, რომ არანაირ დოკუმენტი არ გაქვთ წარმოდგენილი, არ განხილულა განათლების კომიტეტში. ეს რა დამოკიდებულებაა თქვენი პარლამენტის მიმართ? თქვენ რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მერე გვაცნობებთ და ელოდებით რომ ტაშს დაგიკრავენ?"-ამბობს კახიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×