0 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გახარიას გამოძიება არ მიუყვანია ბოლომდე" - ოპოზიცია რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს

ოპოზიცია ხელისუფლებას სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თუ რეგულაციები არ გამკაცრდება და მანამდე არსებული რეგულაციების დაცვა არ მოხდება, დიდ დიღომში მომხდარის მსგავსი ტრაგედიები პერიოდულად გარდაუვალი იქნება.

„ყოველთვის ყურადღების გადატანა, რომ თითქოს ახლა კანონმდებლობა გვიშლის ხელს არასწორია. კანონმდებლობა შეიძლება იყოს ნაკლოვანი, მაგრამ, კანონში დღეს არსებული რეგულაციები თუ სრულფასოვნად არ ასრულდა, ქალაქის მერმა, კერძო კომპანიის წარმომადგენელმა, თუ სანტექნიკოსმა თავის პროფესიული მოვალეობა არ შეასრულა, მაშინ ბუნებრივია დროდადრო მუდმივად დავდგებით ამ ფაქტის წინაშე. ის რომ ორი თვის წინ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გახარიას გამოძიება არ მიუყვანია ბოლომდე, ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა,“- ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები