0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ფასი ისევ 1.50 ლარი გახდა

ჩამოტვირთვა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ტარიფი ამ ეტაპზე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მძღოლები მოქალაქეებს ისევ 1.50 ლარად მოემსახურებიან. მძღოლები კომპანია „ინტერტრანსს“ და მერიას შეთანხმებისთვის 21-დღიან ვადას აძლევენ.

21 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების გადახედვა უნდა მოხდეს კომპანიის და მერიის მიერ, რის შემდეგაც საბოლოო ტარიფი უნდა დადგინდეს.

რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსების მძღოლებისა და რუსთავის მერის დაპირისპირება მთავარი თემაა რუსთავის საკრებულოში მიმდინარე შეხვედრაზე. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

საკრებულოში უნდა გაარკვიონ, ვის მიერ მოხდა რეისზე ფასის გაზრდა და იყო თუ არა ეს სატრანსპორტო კომპანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც მერიასთან არ შეთანხმდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები