2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოლიციელის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტზე, ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე გამართული პერმანენტული აქციების ორ მონაწილესთან ერთად, ისევ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტის შენობასთან შვილმოკლულ მამებთან ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გადელია მივიდა და განუცხადა, რომ შესაძლოა, ისინი დააკავონ.

სარალიძის თქმით, პოლიციელმა მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრა, რომ 11 სექტემბერს მომხდარ კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

"გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების, საპატრულო პოლიციის თუ კრიმინალურის. მან აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა, და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემ დარბევაში ინიციატივა. ასე განმარტა: 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. ასე პოლიციელს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს ქუჩაში და უთხრას, რომ ხულიგნობის ფაქტზე მეორე დღეს მას დაიჭერს. 11 სექტემბრიდანაა დაწყებული გამოძიება და მას მერე იმდენი ფაქტი და დარბევა მოხდა ჩვენ მიმართ, ძალადობა, შეხლა-შემოხლა და იმდენი ფაქტი იყო პოლიციის მხრიდან კარვების არგაშლასთან დაკავშირებით, რომ იმის გასარკვევად ვარ მოსული, თუ რომელთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული. ამას გარდა, იმის გასარკვევადაც ვარ აქ, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ისინი ხულიგნობის გამო უნდა დაიჭიროს", - აღნიშნა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები