2 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კორუფციისა და სერგენკოს მუშაობის შედეგი: ღორის გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი სიკვდილს ებრძვის

ივანიშვილის ფავორიტი მინისტრი დავით სერგენკო, არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. შეიძლება ითქვას რომ ჯანდაცვის სფეროში გამეფებული კორუფციისა და მინისტრის ცუდი მუშაობის გამო, საქართველოს მოქალაქეები ღორის გრიპით იხოცებიან.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა სახის ვაქცინა არსებობს, რომელიც H1N1-ი ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს, რატომღაც ჩვენი პატარა ქვეყანა, ჯანდაცვაში არსებული უზარმაზარი დაფინანსებით, ლამის ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდა.

სერგენკოს სამინისტრო ერთერთი მოწინავეა კორუფციის თვალსაზრისით. თვით კორუმპირებულ სამართალდამცველებსაც კი უჭირთ ჯანდაცვაში გამეფებულ აღებ-მიცემობაზე თვალის დახუჭვა, რაზეც ბოლოდროინდელი დაჭერებიც მეტყველებს.

თუმცა, საქართველოს მოქალაქეების მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან სერგენკოს უწყება სამ მილიარდზე მეტ ლარს ისე ხარჯავს რომ 21-ე საუკუნეში ხალხი ვირუსით იღუპება, რაც ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მინისტრის არაეფექტურ მუშაობაზე.

დაავადების პრევენციის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს რომ მართალია, ჯერჯერობით, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა.

ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ რომ ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და ღორის გრიპით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 8-ზე გაცილებით მეტია.

ჯანდაცვის სფეროში არსებულ განუკითხაობას აკრიტიკებს ყოფილი მინისტრი ჭიაბერაშვილიც. ამასობაში კი, დედაქალაქის საავადმყოფოები, ღორის გრიპითა და სხვადასხვა სახის მძიმე ვირუსით დაავადებული პაციენტების მიღებას ვეღარ აუდიან.

„გრიპით დაავადებულ პაციენტებს ინფექციური საავადმყოფო ვეღარ იტევს. ადგილი არ არის. ამიტომ, ხშირად, პაციენტების სხვაგან გადამისამართება ან სახლში გაშვება გვიწევს.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანია ავად H1N1 ვირუსით, თუმცა, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. გვყავს გარდაცვლილები მთელი საქართველოს მასშტაბით“, - უთხრეს „itv.ge“-ს ინფექციურ საავადმყოფოში.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი, დავით სერგენკო, ძირითად დროს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კლინიკების ქსელის განვითარებასა და მისი კუთვნილი მედიკანემტების ბიზნესის დალაგება-გაფართოვებაში ფლანგავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები