1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელისუფლებამ დავით კირკიტაძე რუსთავის მოგების გამო დასაჯა

რუსეთის მოქალაქე გახარიამ ოპოზიციის დევნის ახალი ეტაპი დაიწყო. 

 შს მინისტრი, რომელსაც ოკუპანტ ქვეყანასთან არა მხოლოდ პასპორტი, არამედ მენტალობაც აკავშირებს, ჯერ კიდევ გუშინ იმუქრებოდა რეპრესიებით. 

 დღეს კი, პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე გურჯაანში მაშინ დააკავა, როცა ის სხვა ლიდერებთან ერთად ზონდერების მიერ სასტიკად ნაცემი მხარდამჭერის მოსანახულებლად მიდიოდა.

 წარმოიდგინეთ, ნაცვლად იმისა რომ რუსეთის მოქალაქე გახარიას ყბამოტეხილ და ყვრიმალებჩამტვრეულ შოთა დალაქიშვილზე განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დაესაჯა, დავით კირკიტაძე დაიჭირა.

 "დავით კირკიტაძეს რუსთავის მოგება არ აპატიეს. ის იმიტომ დასაჯეს რომ ქოცებს რუსთავში გაყალბების გზები გადაუკეტა, რის გამოც ზურაბიშვილმა ამ ქალაქში არჩევნები წააგო", - წერენ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები და ოპოზიციის მხარდამჭერები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები