1 9 : 4 5
 | 

პოლიტიკა

"რიგი ქვეყნები, იმის გამო, რომ მათი მეზობელი რუსეთია, ვერ ახერხებენ სურვილისამებრ განვითარებას"

"გერმანია თვალს ვერ დახუჭავს საქართველოში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე," - განცხადება ამის შესახებ გემანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

ანგელა მერკელის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ, რადგან მათი მეზობელი რუსეთია. მაგალითად კი ანგელა მერკელმა საქართელოს ოკუპირებული რეგიონებიც დაასახელა.

„ჩვენ შემოგვაქვს სანქციები რუსეთს წინააღმდეგ იმითვის, რომ ცხადად ვანახოთ, რომ ქვეყნებს, მიუდეხედავად იმისა რომ ისინი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს, აქვთ დამოუკიდებლად განვითარების უფლება. ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველია. ხშირად მეკითხებიან არის თუ არა რუსეთთან დაახლოების შესახებლობა. მეც მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი იმას, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის სხგავსი ქმედებები არ განმეორდეს.

"თუკი შეხედავთ რუსეთის სამეზობლოს, საქართველოში არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, აზერბაიჯანსა და სომხეთში - მთიანი ყარაბაღი, უკრაინაში - აღმოსავლეთ რეგიონები. ანუ არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, განვითარდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ჩვენ გერმანიაში ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ,“ - აცხადებს ანგელა მერკელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები