0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

59,52 % - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780633 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40,48%-ია.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს  გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები