0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქცია "ოცნების" ოფისთან - საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები კალაძესთან და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.

„მესამე კვირაა, ვდგავართ აქ იმიტომ, რომ დღესდღეობით რაიმე გზა არ გამოჩნდა ჩვენი საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი, კონკრეტული და მძაფრი მოთხოვნა არის, რასაც მესამე კვირაა, ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ საფინანსო კომპანია საქართველოს ამ დრომდე ასობით დაზარალებული ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები