0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ არჩევნების შუა კვირაში ჩატარება ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაურთულებს -ზურაბიშვილი

არჩევნების შუა კვირაში ჩატარება, ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურის შესაძლო არასამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ცესკო-ზე დამოკიდებული. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ ეს ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე პირადად, ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ დღეებში, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო. რამდენი ხანია მე ამ ორმაგ მოქალაქეობაზე ვმუშაობ და ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური. ამიტომ, ვწუხვარ თუ ეს ასე იყო და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები