0 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,არ სცხვენიათ, რომ ჩვენ ბებიებს და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან"- პრემიერი პენსიის 400 ლარამდე გაზრდაზე


პრემიერ-მინისტრიმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენსიის 400 ლარამდე გაზრდა შეუძლებელია. 

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  პასუხი გავცე იმ ტყუილს, რაც უკავშირებდება 400 ლარიანი პენსიის დაპირებას. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, მე შემიძლია რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად გავუგზავნო ჩვენს ოპონენტებს. 

საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნის ჩვენს ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებული. 

ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი და არ სცხვენიათ რომ ჩვენ ბებიებს და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან რომ ისინი შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას,  ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი,"- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები