0 7 : 0 4
 | 

პოლიტიკა

,,7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა უთხრა უარი ძალადობრივ რეჟიმს.. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 2007 წლის 7 ნოემბერის დარბევის თემას ეხმაურება.

"7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ღიად გამოხატა პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, დღე, როდესაც რეჟიმი ღიად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს, ხალხის უფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თავისუფალ მედიას და ზოგადად დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

2007 წლის 7 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმამაღლა უთხრა უარი ძალადობრივ რეჟიმს. ეს იყო წყალგამყოფი, როდესაც ერთ მხარეს იდგა თავისუფალი ხალხი და მეორე მხარეს მოძალადე ხელისუფლება.

ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც დაცულია ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი მონაპოვარი, ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა - მისი უფლება და ღირსება!"-ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და 2007 წლის 11 ნოემბრის მოვლენებს რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები