1 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო"

  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას ეხმაურება


„ამ განცხადებამ წარსული მართლა გამახსენა. ერთ-ერთი საეტაპო არჩევნების წინ, როცა ხალხი ჩვენზე ლეგიტიმურად გაბრაზებული იყო, შემოგვიტანეს ბილბორდების დიზაინი. კახი კალაძე და ბევრი "ორმოჩდარვა" იყო ზედ გამოხატული. ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის პირველი სამუშაო დღე იყო. დახედა დიზაინს და ნაგვის ყუთში ჩაყარა. ეს ხალხი დამალეთ და ხალხს გაჭირვებაზე ესაუბრეთ, უფრო კი მოუსმინეთ. ეტყობა ამათაც ჩამოიყვანეს თავის "როზნერი". ისევ წარსული გამოცდილებიდან გეტყვით. ლაპარაკით დაპირების ლიმიტი უკვე ამოწურეთ. ახლა პენსიაზე და სოცდახმარებაზე საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაა - მიიღებენ, გაუხარდებათ, მაგრამ მაინც დაგსჯიან. არაფერს არ ეუბნები მომავალზე ხალხს, გარდა „ოცნების“ ძველი გვარდიის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაგასაქმებისა და ტენდერებზე ხელის მოთბობისა. აქაც მოქრთამვა. მოკლედ, ივანიშვილი გვეუბნება - მომეცით საშუალება ხელმეორედ გიყიდოთ, ოღონდ ამჯერად თქვენივე ფულითო. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, მხოლოდ მაშინ დაიბრუნებს მთავრობა თუ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე გადავალთ ახლა. სხვა ყველა გზა ოცნების ალეწვაა“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები