0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ

„ქართული ოცნების“ წევრები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ - ამის შესახებ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას დღეს კიდევ რვა ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა.

უგულავას თქმით, ქვეყანაში ნეპოტიზმი, გაჭირვება და გაუსაძლისი მდგომარეობაა.

"ქართული ოცნების" წევრების მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში „ოცნების“ 300-მდე წევრი "ევროპულ საქართველოს" შეუერთა.

„წითელი ხაზია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მათი პარტიის მხრიდან. ეს არის საკუთარ სინდისთან კომპრომისი, ეს არის თემა, რომლის გამოც თითოეულ ამ ადამიანს მოუწევს თავის მართლება საკუთარი შვილების და შვილიშვილების წინაშე იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნელად მოქმედი ნაღმი ჩადებული ჩვენი ქვეყნის სახელწმიფოებრიობის საფუძველში,“ - აცხადებს უგულავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები