0 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაღალი რისკის მოძალადეების კონტროლისთვის ელექტრონული სამაჯურები ამოქმედდება

პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის ელექტრონული სამაჯურების დანერგვა, რომელიც წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება რომ დაინერგოს. ასევე გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს და  გაგრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროგრამაც, - ამის შესახებ განცხადება შსს-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ გააკეთა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 

დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.უწყების განმარტებით, გაზრდილია ოჯახში დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი.

ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები