0 5 : 2 0
 | 

პოლიტიკა

ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების ექიმებმა ზურაბიშვილის კამპანია დააფინანსეს

ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების ექიმებმა ზურაბიშვილის კამპანია დააფინანსეს.  რიგითმა ექიმებმა  ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს  6000-დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

„მე პირველ რიგში დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტო არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე  შევწირო ამ კანდიდატს,"-განაცხადა ნატო ყაზახიშვილმა.

ექიმები აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვთ.

„არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება,“-განაცხადა მანანა სვანიძემ. 

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არიან:

ჩაჩავას კლინიკის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პალიკო კინტრაია-10 000 ლარი;

ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მეან გინეკოლოგი ნიკოლო კინტრაია -20 000 ლარი;

ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნატა ყაზახაშვილი-50 000 ლარი;

ყველაზე დიდი შემოწირულობა ნატა ყაზახაშვილს გენერალურ მოვალეობის შემსრულებელმა 50 000 ლარი გადარიცხა.

 შემომწირველებს შორის არიან რიგითი ექიმები, ქირურგები:

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ლალი ბრეგაძე - 6000 ლარი;

 ქირურგი ირმა კაჭიური- 7000 ლარი;

ქირურგი ლარისა მელია-  7000 ლარი;

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი  მანანა სვანიძე-6000 ლარი;

ექოსკოპისტი მარიამ გოცირიძე- 7000 ლარი;

 ჩაჩავა და ღუდუშაური  ერთი ჰოლდინგში შემავალი კლინიკებია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები