0 7 : 3 0
 | 

პოლიტიკა

ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის ვინაობა ცნობილია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.

ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები